Category Archives: ჯანსაღი ცხოვრების წესი

დასვენება



თანამედროვე ადამიანის ცხოვრება დაძაბულია: მას ეჩქარება სამსახურში, სწრაფად ჭამს, ნორმალურად ვერ ისვენებს, ადამიანის ჯანმრთელობისათვის კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დასვენებას.

ცხოველებზე ჩატარებული დაკვირვების შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სხეულის მოდუნების ყველაზე დიდი უნარი აქვს ვეფხვს და ავაზას. დავაკვირდეთ კატას, როგორ იწელება მისი სხეული და როგორ დუნდება ის დასვენების დროს. თუ დაიღალეთ და დასვენება გსურთ, შეეცადეთ მას მიბაძოდ. დაწექით იატაკზე გულ-აღმა, გამართეთ ხელები თავს ძემოთ და დაჭიმეთ ისინი. რაც შეიძლება ძლიერ დაძაბეთ მთელი სხეული; შემდეგ მკვეთრი მოძრაობით დაუშვით ხელები სხეულის გასწვრივ და მოდუნდით, დახუჭეთ თვალები მთელი ყურადღება ფეხის თითებისაკენ გადაიტანეთ, მოადუნეთ ისინი, ასევე უნდა მოადუნოთ ზურგი, ხერხემალი, მხრები, ხელის მტევნები,, თითები და სიმძიმეს აღარ იგრძნობთ. დარჩით ამ დგომარეობაში რამოდენიმე წუთს. სანამ ადგებოდეტ, გაიჭიმეთ, დაამთქნარეთ, გადაბრუნდით მარჯვენა მხარეს და მოიხარეთ, შემდეგ წამოჯექით და ნელა ადექით.
თუ ამ ვარჯიშს ყოველდღე შეასრულებთ , შეძლებთ დასვენების ხელოვნების დაუფლებას.

Advertisements

ყურადღების კონცენტრაცია



აზრის კონცენტრირების უმაღლესი საფეხურია „მედიტაცია“, ანუ ღრმად ჩაფიქრება, რასაც ვარჯიშების შესრულებისა და თვით აზროვნებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
იმისათვის, რომ მიაღწიოთ აზრის სრულფასოვან კონცენტრაციას, ვარჯიშებისთვის უნდა შევარჩიოთ შესაფერისი ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ვარჯიში შესრულდება მექნიკურად და უმიზეზოდ, ხოლო ეფექტიანობა უმნიშვნელო იქნება. ამიტომ, კონცეტრირებისათვის შევარჩიოთ მყუდრო ადგილი, დამწყებთათვის შესაფერის ადგილად შეიძლება გამოდგეს მყუდრო ოთახი, სადაც მეცადინეობის დროს არავინ იქნება. ყურადღების კონცენტრაცია შეიძლება განვახორციელოთ ტყიან ადგილზე. იგი ეფექტიან გავლენას ახდენს ტვინის მოქმედებაზე, რადგან ავითარებს არა მარტო ყურადღებას, არამედ ნებისყოფას, აზრთა კონცეტრირების უნარს, სწრაფვას და წარმოსახვას.
ანთებულ სანთლის ალი მოათავსეთ თვალების დონეზე და დააშორეთ თვალებიდან 50 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე. ფართოდ გაღებული თვალებით დააკვირდით ალის ცენტრს, სანამ თვალები არ დაგეცრემლებათ. დახუჭეთ თვალები. კაშკაშა ობიექტზე ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ წინ რჩება მისი ნათელი „კვალი“, რომელმაც უნდა გააღიზიანოს ტვინის მხედველობითი ცენტრები. შეეცადეთ გადაიტანოთ ეს ნათელი „კვალი“ წარბთაშორის მანძილში, თავიდან კვალი ნათელი იქნება, შემდეგ თანდათან გაფერმკთალდება და გაქრება. გაიმეორედ ვარჯიში. ჩაატარეთ ვარჯიში ყოველდღიურად, სანამ არ გამოიმუშავებთ უნარს უყროთ ალს 10-12 წუთის განმავლობაში თვალდაუხამხამებლად. რამოდენიმე ვარჯიშის შემდეგ თქვენ აღმოაჩენთ, რომ ნათელი „კვალის“ ცენტრი გარშემორტყმულია მრავალი უფრო მკრთალი ნათელი წერტილით. ნუ მოაშორებთ მზერას ცენტრალურ წერტილს. ბოლოს როდასაც მიაღწევთ იმას რომ დაინახავთ მხოლოდ ნათელ წერტილს სანთლის ადგილას, შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ დაეუფლეთ ამ ვარჯიშს. ვარჯიშის სრული დაუფლება მოხდება მაშინ, როდესაც გაგიჩნდებათ შეგრძნება თითქოს „იფლობით“ ამ წერტილში ან უერთდებით მას.
ეს ვარჯიში როგორც მოგახსენეთ ეხმარება ადამიანს ყურადღების კონცეტრირებაში.

„ბუნება“


“მედიცინა მკურნალობს“, ხოლო ბუნება კურნავს“, ამბობდნენ ჩვენი წინაპრები და და მართალიც იყვნენ. ექიმი ფლობს სკალპელს, ქმნის სამკურნალო პირობებს, დანარჩენი კი ბუნების საქმეა. მოტეხილ ძვალს ასწორებს ექიმი, მაგრამ ძვლის შეზრდის პროცესს სასიცოცხლო ძალა ახორციელებს.

ქვის ბზარში მოხვედრილი თესლი იწყებს გაღვივებას-ხეთქავს ქვას და მიიწევს მზის სხივებისაკენ, ე.ი. სიცოცხლისაკენ. ამას ბუნება კარნახობს. ცივილიზაცია კი ადამიანს არასწორი ცხოვრებისაკენ უბიძგებს. ჩვენ არ ვცხოვრობთ, არ ვჭამთ. არ ვსვამთ, არ ვიცვამთ, როგორც ამას ბუნება მითხოვს. ცივილიზებულ ადამიანთა უმრავლესობა ნაკლებად მოძრაობს, სარგებლობს ლიფტით, ტრანსპორტით, მოკლე მანძილზეც ერიდება ფეხით სიარულს, რითაც იზიანებს საყრდენ- სამოძრაო აპარატს.
საყრდენ-სამოძრაო აპარატს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. რადგან ძვლის სისტემას, სახსრებს, ჩონჩხის კუნთებს უდიდესი ანატომიური და ფუნქციური რეზერვები აქვს. კუნთების მოძრაობის უკმარისობა აავადებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომლებიც არ არიან ფიზიკურად დატვირთულნი.
მეცნიერულად დადგენილია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ნაკლებად მოძრაობენ, შეიძლება გადაუგვარდეთ კუნთებისა და ძვლის ქსოვილი, დაუქვეითდეთ ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა, და რაც მთავარია, მოეშალოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩონჩხის კუნთოვან სისტემასთან.
კუნთების აქტიურობა არეგულირებს გულის მოქმედებას როგორც რეფლექსურად, ისე ჰომურალური გზით. გულ-სისხლძარღვთა ჰიპოდინამიის დროს გული კარგავს მოქმედების უნარს, რაც იწვევს გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადებებს.
რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, მით უფრო ნაკლებს მოძრაობს და უფრო ნოყიერ საკვებს იღებს. ასეთი შეფარდება მავნეა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალკალორიული საკვები და მცირე ფიზიკური დატვირთვა ასუქებს და აჩლუნგებს მას, არამედ იმიტომაც, რომ ამ დროს არ სრულდება კუნთების მრავალი სასარგებლო მოქმედება, რომელიც ასე საჭიროა ორგანიზმისათვის.
ფიზიკური მოქმედება არა მხოლოდ კუნთოვანი სისტემის, არამედ ყველა საბჭოთა სასიცოცხლო ორგანოების მოქმედებას აუმჯობესებს.

,,იოგა” ჯანსაღი ცხოვრების წესი


      რა არის იოგა?
„იოგა“ სანსკრიტული სიტყვაა და ფართო მნიშვნელობით ნშნავს კავშირს, ერთობას, გონების კონცეტრირებას, ძალას, მაშასადამე ყველაფერს ერთად თავმოყრილს, რაც ადამიანის სრულყოფისათვის აუცილებელია.
იოგების მოძღვრება მეცნიერებაა, ხოლო იმათ, ვინც ამ მოძღვრებას მისდევს, ეწოდებათ „იოგები“. იოგას არავითარი კავშირი არ აქვს რომელიმე რელიგიასთან ან ეროვნებასთან, ამიტომ მისაღები და სასარგებლოა ყველასათვის. იოგა ფიზიკური და სულიერი კულტურის სისტემაა. ის ადამიანები, რომლებიც იოგას ფილოსოფიით არიან გატაცებულნი და ამ სისტემით ხელმძღვანელობენ, სხვებისაგან განსხვავდებიან, გამოირჩევიან ჯამრთელობით და დღეგრძელობით. მაგალითად, ერთ–ერთი იოგისტი კრიშნა კუვალაინანა შესანიშნავად გამოიყურებოდა მის ასაკთან შედარებით, სპორტული მიხვრა–მოხვრით 60–65 წლის მამაკაცს ჰგავდა. არადა უკვე 126 წლის იყო.
 იოგის მოძღვრების დედააზრი მოკლედ შეიძლება შემდეგნაირად გამოვხატოთ: იოგა სიცოცხლის ხელოვნებაა. მაგრამ ამჯერად მხედველობაში გვაქვს არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ გონიერი, ჯანსაღი და დღეგრძელი სიცოცხლე      
  სუნთქვა
ვიდრე ვარჯიშს დავიწყებდით, სწორი სუნთქვა უნდა ვისწავლოთ. ცხვირით სუნთქვა სწორი სუნთქვის პირველი და მნიშვნელოვანი ფაქტორია, ცხვირით სუნთქვას ის უპირატესობა აქვს პირით სუნთქვასთან შედარებით, რომ ამ გზით ფილტვებში მოხვედრილი ჰაერი ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვთა მდიდარი ქსელისა და ბუსუსების საშუალებით თბება და იწმინება. ცხვირით სუნთქვა აქტიურად მონაწილეობს თავის ტვინის სისხლის მოძრაობის რეგულაციაში. გაგრძელება

კვების ჰიგიენა



ადამიანის დღეგრძელობისათვის უდუდესი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. „სწორი კვება“ გულისხმობს როგორც კვების რეჟიმის დაცვას, ასევე კვების პროდუქტების რაციონალურ გამოყენებას.
საჭმელი უბრალო და ბუნებრივი საკვებისაგან უნდა იყოს მომზადებული. დასაშვებია შერეული კვება. უხორცო დიეტა აუცილებელი არ არის. ხორცის მიღების ფორმები დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. მაგალითად, ტროპიკულ ქვეყანაში ხორცი არასასურველია და ხშირად-მავნეც. ბევრ ტროპიკულ ქვეყანაში ღორის ხორცის ჭამას რელიგია კრძალავს. რაც უფრო ცივია კლიმატური ზონა მით უფრო გამართლებულია ხორცის ჭამა. ჩრდილოეთის ხალხი იძულებულია ჭამოს ხორცი, საქონლის ქონი, რათა პოლარული სიცივის პირობებში შეინარჩუნოს ორგანიზმის ტემპერატურა. წარმოიდგინეთ რა მოუვიდოდა ესკიმოსს, მისთვის მსუქანი ხორცის ჭამა რომ აეკრძალათ. რა თქმა უნდა, დაიღუპებოდა.
ჯანმრთელობისათვის ყველაზე საჭირო პროდუქტია ლიმონი. სპეციალისტები რევატიზმით დაავადებულებს ურჩევენ დღე-ღამეში 2-3 ლიმონის წვენის მიღებას. ზედმეტმა სიჟავემ ორგანიზმს ზიანი რომ არ მიაყენოს, საჭიროა ლიმონის წვენის თაფლში არევა. სასარგებლოა აგრეთვე თაფლში არეული ლიმონის გახეხილი კანიც.
საჭმლის მიღება დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ სამუშაოს ასრულებს ადამიანი-ფიზიკურს თუ გონებრივს, სად მუშაობს შენობაში თუ სუფთა ჰაერზე. განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: