„წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი“



9 მაისს, ოთხშაბათ დღეს ქალაქ ზესტაფონის №6 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „ფინიკი“ შეუდგა პროექტის განხორციელებას, სახელწოდებით „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი“. რომელიც ხორციელდება ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ,,სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH-international-ის მიერ – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

          პროექტის ხელმძღვანელი: ბესიკი ექსეულიძე
პროექტის განხორციელებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე მოსწავლე გოჩა ჩაფიჩაძე, რომელსაც თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია, ასევე პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო №6 საჯარო სკოლის დირექცია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ადმინისტრაცია და ტელეკომპანია „არგო“.
პროექტის მთავარი მიზანია ქალაქ ზესტაფონში არსებული: ციხე-დარბაზ შორაპნის, ტაბაკინის მონასტრის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმის პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის გაცნობა.
ბავშვებმა მომზადეს ინფორმაცია ძეგელბის შესახებ, მოვინახულეთ ყველა ეს ღირსშესანიშნავი ადგილი, აღვწერეთ, გადავიღეთ ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე დავასუფთავეთ ციხე-დარბაზ შორაპნის მიმდებარე ტერიტორია, რაშიც დაგვეხმარა ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, რისთვისაც დიდი მადლობას მოვახსენებთ მათ. პროექტის განხორციელების მსვლელობას აქტიურად აშუქებდა ტელეკომპანია „არგო“

Posted on May 14, 2012, in თემები. Bookmark the permalink. Comments Off on „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი“.

Comments are closed.

%d bloggers like this: