კონფლიქტი


კონფლიკქს ვუწოდებთ სიტუაციას, რომელშიც მხარეების პოზიციები შეუთავსებადი ან შეურიგებელია, ანდა მხარეები აღიქვამენ მათ ასეთად.

სხვადასხვა ადამიანებს განსხვავებული მიზნები და ინტერესბი ამოძრავებთ. ამიტომ იქმნება კონფლიკტის წარმოშობის პოტენციური  შესაძლებლობა და მის გასაღვივებლად მცირე ნაპერწკალიც საკმარისია.

კონფლიქტში,  როგორც წესი, ორი მხარე მაინც მონაწილეობს. ისინი ცდილობენ მიაღწიონ მიზანს, დავრკოლებად კი ერთმანეთი მიაჩნიათ-ერთმანეთს აღიქვამენ მოწინააღმდეგედ, ზოგჯერ მტრებადაც.

 

კონფლიქტურ სიტუაციებში ირღვევა კომუნიკაციები. მხარეები უპირისპირდებიან ერთმანეთს. მოსალოდნელია ურთიერტობათა სრული გაწყვეტა. ურთიერთდაპირისპირება ბევრ დროსა და ენრგიას მოითხოვს , რაც ხელს უშლის სწორი ნაბიჟების გადადგმას. კონფლიკტებს ვერ გავექცევით, თუმცა მათი მართვის შემთხვევეაში, კონფლიკტი შეიძლება სასარგებლოც იყოს.

ჩვენ საზოგადოებაში არსებობს კონფლიქტების მოგვარების ოფიციალური სისტემები, როგორიცაა სასამართლო, პოლიცია, ადვოკატთა სისტემა… გარდა ამისა, მხარეები ზოგჯერ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ არაოფიციალურ  სისტემებსაც მიმართავენ. ასეთ არაოფიციალურ  სისტემას წარმოადგენდა მაგალითად,  საქართველოს  მთიან მხარეში მოქმედი ხევისბერობის ინსტიტუტი, კრიმინალ სამყაროში პოპულალური და მიღებული სტრუქტურა ანუ კრიმინალური ავტორიტეტის მიერ „საქმის გარჩევა“ და სხვა.

კონფლიქტის მოსაგვარებლად განსხვავებულ გზებს ვიყენებთ. თუ ჩვენს ქცევას სასურველი შედეგი არ მოჰყვა,  ვცდილობთ შევცვალოთ ქცევის სტრადეგია.

პრობლემურ სიტუაციაში, როდესაც მოგვარების მეთოდსა თუ  ხერხს ვირჩევთ, ორი რამ  შეიძლება იყოს მნიშვენელოვანი და გადამწყვეტიც კი : ერთი მხრივ , მიზნის მიღწევა და მეორე მხრივ- საპირისპირო მხარესთან უკვე  არსებული ურთიერთობების სტრადეგიით მოქმედება

 

Posted on April 8, 2012, in თემები. Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. :)))))))

    momewonaaa :))))

  2. კარგი ნაშრომია

  3. მალადეც მართლა კარგი ნაშრომია წარმატებები,,, კარგადააა გამოკვეთილი მთავარი სათქმელი,,, ეს რელური კონფლიკტია,, ამ ვიდეო რგოლში არა მარტო ოჯახური კონფლიკტია ასახული არამედ მოსალოოდნელი შედეგებიცც,,,

  4. dzalian momewona bavshveboo… kargad gimushaviat :))))

%d bloggers like this: