2012 წლის 30 მარტი


30 მარტს, პარასკევს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის სამოქალაქო კლუბების აქტიური მოსწავლეები ვიმყოფებოდით ვიზიტით უზენაეს სასამართლოში, სადაც ჩვენ მოგვიწყვეს შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ექსპედიტორ, ინსპექტორ, სხდომის მდივან, თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწეს ბატონ გიორგი შავლიაშვილთან, შეხვედრა მართლაც საინტერესოდ წარიმართა, ბატონი გიორგი გვესაუბრა სასამართლოს რეფორმებზე, ბავშვებიც აქტიურად ჩავერთედ საუბარში, დავუსვით კითხვები რაც გვაინტერესებდა და რისი გაგებაც გვსურდა. თითქმის ყველა კითხვაზე ბატონმა გიორგიმ ამომწურავი პასუხები გაგვცა, ამის შემდგომ ჩვენ დავამთვალიერედ სასამართლო, მოვინახულეთ ის ადგილები სადაც ილია ჭავჭავაძის მკვლელი გაასამართლეს, სადაც გადაღებულია ფილმი „მონანიება“ და ბოლოს თითოეულ მოსწავლე დაგვასაჩუქრეს ძალიან საინტერესო წიგნებით. წამოსვლისას შვენ ვიმყოფებოდით სამების წმინდა საკათედრო ტაძარში, ასევე ვეწვიეთ მცხეთას, მოვინახულეთ სვეტიცხოველი და სამთავროს დედათა მონასტერი.

ვიზიტით გავიღრმავე ცოდნა, გავიგე იმაზე მეტი რაც ვიცოდი უზენაეს სასამართლოზე, მოვინახულე ის ადგილები რაზედაც ბევრი მსმენია მასმედიის საშუალებით, ისე ნათქვამია და სწორია „ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო“.     
ძალიან დიდი მადლობა  მინდა გადავუხადო PH-საქართველო,USAID, “CiVil Kedec” ასეთი მშვენიერი დღის ჩუქებისთვის.



Posted on April 4, 2012, in თემები. Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

  1. martlac kargi iyo da madloba suyvelas! : )

%d bloggers like this: