ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის კომენდატის ჩანაწერებიდან



1942 წლიდან გერმანიასა და დაპყრობილ ტერიტორიებზე ნაცისტებმა დაიწყეს ტყვეთა ვაგონებში შეყრა და საკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანა. მათ ეუბნებოდენ, რომ შრომით ბანაკში მიჰყავდათ.
სასიკვდილო ბანაკები ისე იყო მოწყობილი, რომ ერთი შეხედვით ეჭვს არაფერი იწვევდა. ტყვეებით სავსე მატარებელი ჩერდებოდა სადგურში , სადაც ქალებსა და კაცებს აცალკავებდნენ და მიჰყავდათ ბანაკებში. ბანაკებიდან ტყვეები ჰიგიენურ პუნქტებში გადაჰყავდათ, სადაც ისინი შიშვლდებოდნენ ვითომდა საბანაოდ და დეზინფექციის მიზნით შედიოდნენ დიდ ფარდულებში. იქ ნაცისტები ჯერ რეზინის მილებით წყალს მიუშვებდნენ ტყვეებს, შემდგომ კი გაზს გამოუშვედნენ. სველი ადამიანები მალე იღუპებოდნენ მხუთავი აირით. მათი ტანსაცმელი და ნივთები გადაირჩეოდა, ვარგისი ნივთები გერმანიაში იგზავნებოდა. უსარგებოლოდ მიჩნეული (საოჯახო სურათები, პასპორტები, საბუთები) კი იწვებოდა.

ოსვენციმში მოსაწყენად არ მეცალა. მოდიოდა და მოდიოდა ხალხის ნაკადი. მევალებოდა დასახული ამოცანის უნაკლოდ შესრულება. მე გულგრილად უნდა მეყურებინა, მეთვალყურეობა უნდა გამეწია, თუ როგორ შედიოდნენ გაზის კამერებში დედები ატირებულ ბავშვებთან ერთად. დღე და ღამე საათობით მიხდებოდა ფეხზე დგომა. ჭუჭრუტანიდან ვაკვირდებოდი ტყვეთა გაგუდვის პროცესს, რომ არავინ გადარჩენილოყო ცოცხალი.
ჩემო ოჯახი იქვე ცხოვრობდა. როდესაც ვხედავდი, თუ როგორ თამაშობდნენ ჩემი ბედნიერი შვილები და ვუყურებდი ჩემი ცოლის მშვიდ სახეს, ვეკითხებოდი ჩემს თავს, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ჩევენი ბედნიერება?
ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის კომენდატის
ჩანაწერებიდან

Posted on April 4, 2012, in თემები. Bookmark the permalink. Comments Off on ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის კომენდატის ჩანაწერებიდან.

Comments are closed.

%d bloggers like this: