Monthly Archives: აპრილი 2012

ნარკომანია


წარმოგიდგენთ ნარკომანიის თემაზე შექმნილ ვიდეო რგოლს

Advertisements

ნაადრევი ქორწინება



ქორწინება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში.
ის მოასწავებს სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყისს,როცა ორნი თავიანთ ბედს უკავშირებენ ერთმანთს. ქორწინება ესაა ვალდებულება მთელი სიცოცხლის მანძილზე.ეს არის ქალისა და მამაკაცის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება.დაქორწინება ადვილია,ბედნიერი და იღბლიანი ოჯახის შექმნა–ძნელი.ასეთ საქმეში მარტო გამართლების იმედზე ყოფნა არ შეიძლება.

როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს,ბუნებრივია,მათ ერთად ყოფნა და ერთ ჭერქვეშ ცხოვრება სურთ.მაგრამ ის რაც სიყავრული გვგონია, ხშირად უბრალო გატაცება აღმოჩნდება ხოლმე და კიდევ უარესი,თუ ეს ქორწინების შემდეგ გამომჟღავნდება. ნაჩქარევად შექმნილი ბევრი ოჯახი დროის გამოცდას ვერ უძლებს და მალე ინგრევა.
შექმნას თუ არა ოჯახი ეს ახალგაზრდის გადასაწყვეტია,თუმცა გადაწყვეტილების მიღების დროს სასურველი და აუცილებელიც კი არის,რომ მან გაითვალისწინოს შეძლებს თუ არა გაართვას თავი იმ მოვალეობებსა და ვალდებულებეს,რაც ოჯახის შექმნის შემდეგ დაეკისრება,არის თუ არა მზად ფიზიკურად და მორალურად ამ ნაბიჯის გადასადგმელად.
მოზარდები სანამ ოჯახს შექმნიდნენ ორივე მათგანი დამოუკიდებლად წყვეტდა და ფიქრობდა.ახლა კი ერთად მოუწევთ ფიქრი,მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება. ეს გარკვეული დისკომფორტია რომელიც მოთბინებას და დათმობაზე წასვლის უნარს მოითხოვს.ამ ყველაფრის შესრულება არც თუ ისე იოლია.ისიც ცხადია,რომ ზრდასრულ ფსიქოლოგიურად მომწიფებულ ადამიანს უფრო შეუძლია პასუხისმგებლობის აღება ვიდრე ახალგაზრდას,რომელსაც ქორწინება უპირობო ბედნიერება ჰგონიათ.
სტატისტიკა უჩვენებს, რომ განქორწინების რიცხვი,5–ჯერ უფრო მეტია იმ წყვილებს შორის, რომლებმაც ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნეს.
დამტკიცებულია რომ წყვილს დაქორწინებამდე ორი წელი მაინც უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა.

რატომ დგავენ მოზარდები ასეთ ნაბიჯს ნაადრევად?
1. იმიტომ რომ მათ არ აქვთ მიზანი ცხოვრებაში.
2. ფიზიკური ლტოლვის გამო.
3. მათ არ იციან ქორწინების არსი.
4. ოჯახური პრობლემების გამო.
5. მათ ჰგონიათ რომ შეძლებენ დამოუკიდებლად ცხოვრებას.

რატომ ინგრევა ასეთი ოჯახები?
1.ისინი მარტოობისაგან თავის დასაღწევად.
2. მათ არ შეუძლიათ ოჯახის უზრუნველყოფა.
3. არ აქვთ გაცნობიერებული რას აკეთებენ.
4. ეცვლებათ ფასეულობები.
5. ხშირად ვაჟის აგებული მიერ აგებული „კოშკები“ ,რომელიც ოჯახის შექმნის შემდეგ ინგრევა.

კონფლიქტი


კონფლიკქს ვუწოდებთ სიტუაციას, რომელშიც მხარეების პოზიციები შეუთავსებადი ან შეურიგებელია, ანდა მხარეები აღიქვამენ მათ ასეთად.

სხვადასხვა ადამიანებს განსხვავებული მიზნები და ინტერესბი ამოძრავებთ. ამიტომ იქმნება კონფლიკტის წარმოშობის პოტენციური  შესაძლებლობა და მის გასაღვივებლად მცირე ნაპერწკალიც საკმარისია.

კონფლიქტში,  როგორც წესი, ორი მხარე მაინც მონაწილეობს. ისინი ცდილობენ მიაღწიონ მიზანს, დავრკოლებად კი ერთმანეთი მიაჩნიათ-ერთმანეთს აღიქვამენ მოწინააღმდეგედ, ზოგჯერ მტრებადაც.

 

კონფლიქტურ სიტუაციებში ირღვევა კომუნიკაციები. მხარეები უპირისპირდებიან ერთმანეთს. მოსალოდნელია ურთიერტობათა სრული გაწყვეტა. ურთიერთდაპირისპირება ბევრ დროსა და ენრგიას მოითხოვს , რაც ხელს უშლის სწორი ნაბიჟების გადადგმას. კონფლიკტებს ვერ გავექცევით, თუმცა მათი მართვის შემთხვევეაში, კონფლიკტი შეიძლება სასარგებლოც იყოს.

ჩვენ საზოგადოებაში არსებობს კონფლიქტების მოგვარების ოფიციალური სისტემები, როგორიცაა სასამართლო, პოლიცია, ადვოკატთა სისტემა… გარდა ამისა, მხარეები ზოგჯერ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ არაოფიციალურ  სისტემებსაც მიმართავენ. ასეთ არაოფიციალურ  სისტემას წარმოადგენდა მაგალითად,  საქართველოს  მთიან მხარეში მოქმედი ხევისბერობის ინსტიტუტი, კრიმინალ სამყაროში პოპულალური და მიღებული სტრუქტურა ანუ კრიმინალური ავტორიტეტის მიერ „საქმის გარჩევა“ და სხვა.

კონფლიქტის მოსაგვარებლად განსხვავებულ გზებს ვიყენებთ. თუ ჩვენს ქცევას სასურველი შედეგი არ მოჰყვა,  ვცდილობთ შევცვალოთ ქცევის სტრადეგია.

პრობლემურ სიტუაციაში, როდესაც მოგვარების მეთოდსა თუ  ხერხს ვირჩევთ, ორი რამ  შეიძლება იყოს მნიშვენელოვანი და გადამწყვეტიც კი : ერთი მხრივ , მიზნის მიღწევა და მეორე მხრივ- საპირისპირო მხარესთან უკვე  არსებული ურთიერთობების სტრადეგიით მოქმედება

 

2012 წლის 30 მარტი


30 მარტს, პარასკევს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის სამოქალაქო კლუბების აქტიური მოსწავლეები ვიმყოფებოდით ვიზიტით უზენაეს სასამართლოში, სადაც ჩვენ მოგვიწყვეს შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ექსპედიტორ, ინსპექტორ, სხდომის მდივან, თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწეს ბატონ გიორგი შავლიაშვილთან, შეხვედრა მართლაც საინტერესოდ წარიმართა, ბატონი გიორგი გვესაუბრა სასამართლოს რეფორმებზე, ბავშვებიც აქტიურად ჩავერთედ საუბარში, დავუსვით კითხვები რაც გვაინტერესებდა და რისი გაგებაც გვსურდა. თითქმის ყველა კითხვაზე ბატონმა გიორგიმ ამომწურავი პასუხები გაგვცა, ამის შემდგომ ჩვენ დავამთვალიერედ სასამართლო, მოვინახულეთ ის ადგილები სადაც ილია ჭავჭავაძის მკვლელი გაასამართლეს, სადაც გადაღებულია ფილმი „მონანიება“ და ბოლოს თითოეულ მოსწავლე დაგვასაჩუქრეს ძალიან საინტერესო წიგნებით. წამოსვლისას შვენ ვიმყოფებოდით სამების წმინდა საკათედრო ტაძარში, ასევე ვეწვიეთ მცხეთას, მოვინახულეთ სვეტიცხოველი და სამთავროს დედათა მონასტერი.

ვიზიტით გავიღრმავე ცოდნა, გავიგე იმაზე მეტი რაც ვიცოდი უზენაეს სასამართლოზე, მოვინახულე ის ადგილები რაზედაც ბევრი მსმენია მასმედიის საშუალებით, ისე ნათქვამია და სწორია „ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო“.     
ძალიან დიდი მადლობა  მინდა გადავუხადო PH-საქართველო,USAID, “CiVil Kedec” ასეთი მშვენიერი დღის ჩუქებისთვის. იხილეთ სურათები

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის კომენდატის ჩანაწერებიდან



1942 წლიდან გერმანიასა და დაპყრობილ ტერიტორიებზე ნაცისტებმა დაიწყეს ტყვეთა ვაგონებში შეყრა და საკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანა. მათ ეუბნებოდენ, რომ შრომით ბანაკში მიჰყავდათ.
სასიკვდილო ბანაკები ისე იყო მოწყობილი, რომ ერთი შეხედვით ეჭვს არაფერი იწვევდა. ტყვეებით სავსე მატარებელი ჩერდებოდა სადგურში , სადაც ქალებსა და კაცებს აცალკავებდნენ და მიჰყავდათ ბანაკებში. ბანაკებიდან ტყვეები ჰიგიენურ პუნქტებში გადაჰყავდათ, სადაც ისინი შიშვლდებოდნენ ვითომდა საბანაოდ და დეზინფექციის მიზნით შედიოდნენ დიდ ფარდულებში. იქ ნაცისტები ჯერ რეზინის მილებით წყალს მიუშვებდნენ ტყვეებს, შემდგომ კი გაზს გამოუშვედნენ. სველი ადამიანები მალე იღუპებოდნენ მხუთავი აირით. მათი ტანსაცმელი და ნივთები გადაირჩეოდა, ვარგისი ნივთები გერმანიაში იგზავნებოდა. უსარგებოლოდ მიჩნეული (საოჯახო სურათები, პასპორტები, საბუთები) კი იწვებოდა.

ოსვენციმში მოსაწყენად არ მეცალა. მოდიოდა და მოდიოდა ხალხის ნაკადი. მევალებოდა დასახული ამოცანის უნაკლოდ შესრულება. მე გულგრილად უნდა მეყურებინა, მეთვალყურეობა უნდა გამეწია, თუ როგორ შედიოდნენ გაზის კამერებში დედები ატირებულ ბავშვებთან ერთად. დღე და ღამე საათობით მიხდებოდა ფეხზე დგომა. ჭუჭრუტანიდან ვაკვირდებოდი ტყვეთა გაგუდვის პროცესს, რომ არავინ გადარჩენილოყო ცოცხალი.
ჩემო ოჯახი იქვე ცხოვრობდა. როდესაც ვხედავდი, თუ როგორ თამაშობდნენ ჩემი ბედნიერი შვილები და ვუყურებდი ჩემი ცოლის მშვიდ სახეს, ვეკითხებოდი ჩემს თავს, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ჩევენი ბედნიერება?
ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის კომენდატის
ჩანაწერებიდან

%d bloggers like this: