ქართული სამართალი


   ქართული სამართალის  უძველესი ძეგლია უცნობი პირის მიერ VI ს.  შექმნილი “დიდი სჯულის კანონი“,  რომელიც განსაკუთრებით გამოიყენებოდა  VII საუკუნიდან კონსტატინეპოლის სამწყსოს ეკლესიებში.

     მსოფლიო ეკლესიის კანონმდებლობათაგან გამოცემულია „წესი და განგება და სჯულის კანონი მეექუსისა კრებისა“ და „კანონი შეცოდებულთანი“, რომლებიც ეფთვიმე თაწმინდელის მიერ იყო თარგმნილნი. ძვირფას ცნობებს  შეიცავს ქართული საერო სამართლის ისტორიისათვის „რუის-ურბნისის 1103 წ. კრების „ ძეგლისწერა“, რომელსაც ბოლოს დართული აქვსდავით აღმაშნებლის მიმართ წერილს „მეფესა დავისთ მონზონი არსენი“, რაც ამ ძეგლის  მის მიერ შედგენის მაჩვენებელია.

     მეტად საინტერესოა კერძოდ ,  საოჯახო სამართლის საკითხები, ქორწინების წესები. ქრისტიანობამ ბევრი წარმართული წესები უარყო და საეკლესიო ლოცვა-კურთხევა, გვირგვინთა კურთხევაც აუცილებელ პირობად გახადა, თუმცა ქალის მოტაცებით ცოლად შერთვა უკანონოდ ითვლებოდა და ქართული სამართალი ამას ებრძოდა. ხოლო განშორებისას ქმარს ცოლისათვის ყველა მირთმეული სამკაული უკან უნდა დაებრუნებია. ასე მოიქცა ვარსქენი, როდესაც რელიგიური უთანხმოების გამო მას სამკაულები უკან დააბრუნებინა. სამაგიეროდ აღბუღას სამართალი შვილების კუთვნილებაში დედას ანიჭებს (მუხლი 31), დარომ „პირველად  დიაცი ქმრისა გაგდებასა არ ღირს“(მუხლი 32). ასევე „სამართალი კათალიკოზთა და კრებათა მიერ“  აცხადებს: „რომელმან უბრალოდ ცოლი გააგდოს შეჩუენებულიმცა არის წმინდათა მოციქულთაგან და სიკუდილთა განიპატიჟოს“. ამ მუხლის ადგილმდებარეობაც მისი დანართობითაც  მომასწავებელია და ის მოულოდნელი  სიმკაცრეც, რომელიც ამ დანაშაულისათვის დაწესებულ სასჯელში მოჩანს:ცოლის გაგდებისათვის  სიკვდილის განჩენა იმ საკანონმდებლო კრებისაგან, რომელიც ძმისა და თვით მამის მკვლელობისათვის კი მხოლოდ ხელის მოკვეთა და მამულისაგან გაძევება დააწესა.

    

მე-9-10 საუკუნიდან განსაკუთრებულ ფუნქციას იძენს დარბაზი, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანო იყო. საქართველოს დარბაზი კომპლექტდებოდა როგორც სასულიერო, ისე საერო არისტოკრატიისა და უბრალო მოქალაქეთა წარმომადგენლებისაგან. სწორედ საქართველოს დარბაზში არის შექმნილი ისეთი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ძეგლები, როგორებიცაა «სამართალი სამპარავთმძებნელოი» (კრიმინალური სამართალი), ბაგრატ კურაპალატის სამართალი, გიორგი ბრწყინვალის სამართალი, ხელმწიფის კარის გარიგება, და სხვ.

 

საქართველოს დარბაზში ხდებოდა საერთაშორისო სამართლის ძეგლების თარგმნაც, ადაპტაცია, ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ძეგლების სინქრონიზაცია. ამის მაგალითია ე.წ.  მოსეს სამართლის, ბერძნული და რომაულ-სირიული სამართლის ქართული ვერსიები. უამრავი სხვადასხვა სამართლის ძეგლის განახლება, ერთიან კრებულში მოქცევა და ხელახალი დამკვიდრება განხორციელდა მე-18 საუკუნის დასაწყისში ვახტანგ VI-ის მიერ და  ეს კრებული ცნობილია ვახტან VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის სახელით. ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლთა კრებული (1703-09 წწ.) ეფუძნება საუკუნოვან გამოცდილებას და შუასაუკუნეების სამართლებრივ აქტებს.

 

დღემდე მოაღწია 1707-09 წლებში შედგენილმა «დასტურლამალმა მეფისა ვახტანგისა». დასტურლამალი, ანუ «გარიგების წიგნი» შეიცავდა როგორც თანამდებობის პირთა აღწერას და ფუნქციათა ფიქსაციას, ასევე მასში აღწერილი და დაფიქსირებული იყო მოსახლეობის რაოდენობა, მეურნეობა, შემოსავლები, გადასახადები, ქონებრივი მონაცემები საოცარი სიზუსტით. «დასტურლამალის» ტექსტიდან ჩანს, რომ მოსახლეობის, მეურნეობის აღწერა, გადასახადების დაწესება და ა. შ. საქართველოში უწყვეტი პროცესი იყო, ის რამდენიმე წელიწადში ერთხელ მეორდებოდა. რეესტრიზაციის ესოდენ მაღალი ხარისხი გამიზნული იყო იმისათვის, რომ არ დაემძიმებინა მოსახლეობა, მეტიც, ხელი შეეწყო ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისათვის და კერძო საკუთრების საკითხების უმაღლეს დონეზე დარეგულირებისათვის.

   ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ უძველესი დროიდან ქართული სახელმწიფოსთვის ბუნებრივი იყო დემოკრატული საჯარო სამართალწარმოების უმაღლესი ხარიხი.

 

საინტერესოა სამართალწარმოების ფორმები საქართველოს მთიანეთში (სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი, ხევი), რომელმაც უხსოვარი დროიდან, შეიძლება ითქვას, დღემდე მოაღწია. პროკურატურისა და სასამართლოს მთის სისტემის მიხედვით, სასამართლოს ფუნქციას ასრულებდა საფიხვნო, საბჭო. ბრალმდებლად, ანუ პროკურორად გამოდიოდა მახვში, ან ხევისბერი. ხევისბერი და მახვში თემის სახელით ლაპარაკობდა და თავადვე ახორციელებდა კანონის ზედამხედველობას.

ძალზედ საინტესოა, რომ ოდითგანვე ქართული სამართლის წარმოებისათვის აუცილებელი იყო ადვოკატის, იგივე მეოხის მონაწილეობა, მოწმეები (არანაკლებ სამი მოწმისა), სასამართლოს აღმასრულებლები (ჩენილები).

 

რაც ყველაზე მთავარია, სასამართლოში კანონმდებნლობას და სახელმწიფოს ინტერესებს იცავდა და წარმოადგენდა უმნიშვნელოვანესი ფიგურა _ ბრალმდებელი (პროკურორი). საინტერსოა, რომ სისხლის სამართლის საქმეების წარმოებისთვის არსებობდა ცალკე კოდექსი, როგორც მოკვლევის, ისე სამართლებრივი განჩინების და აღსრულების ინსტიტუტები. კერძოდ, ეს იყო «სამართალი სამპარავთმძებნელოი» მპარავთმძებნელისა და მპარავთმძებნელთუხუცესის ინსტიტუტები.

 

აღსანიშნავია, რომ ტრადიციული ქართული სამართალი რუსული ოკუპაციის მიუხედავად, 20-ე საუკუნის დასაწყისამდე აგრძელებდა მოქმედებას. 1918 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს სრული ოკუპაციის შემდეგ ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა, სამართალშემოქმედებამაც დაკარგა ქართული ტრადიციები.

 

დამოუკიდებელი  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეიქმნა საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შემდეგ და იარსება საბჭოთა რუსეთის მხრიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოს სრულ ანექსიამდე.

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებაში შედიოდა სასამართლო ორგანოების ხელმძღვანელობა. 1918 წლის 11 ოქტომბრის კანონით იუსტიციის სამინისტროსთან დაარსდა საკოდიფიკაციო განყოფილება, რომელიც ახორციელებდა კანონმდებლობის კოდიფიკაციასა და „კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულის” ოფიციალურ გამოცემას. ასევე, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, გამოსცემდა ინსტრუქციას მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ.

 

დამოუკიდებელი  საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დემოკრატიული რესპუბლიკის მსგავსად მხოლოდ სამ წელს იარსება. 1921 წლის 12 თებერვალს სომხეთთან მოსაზღვრე რაიონში კომუნისტებმა მოაწყვეს გლეხთა აჯანყების იმიტაცია, 16 თებერვალს კი “აჯანყებულთა” დახმარების საბაბით საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. მოწინააღმდეგის მთავარი დაჯგუფება – მეთერთმეტე არმია – თბილისს სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან უტევდა. გარდა ამისა, ცალკეულმა შენაერთებმა და ქვედანაყოფებმა იერიში მოიტანეს აფხაზეთსა და ცენტრალური კავკასიონის გადასასვლელებზე. თბილისის მისადგომებთან მძიმე ბრძოლების შემდეგ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დედაქალაქი დაეცა. მდგომარეობა გართულდა თურქეთის საზღვარზეც. თურქები მალე ბათუმსა და ახალციხეს მოადგნენ. ქალაქში დარჩენილმა ქართულმა სამხედრო ნაწილებმა თურქებს ბრძოლა გაუმართეს და ბათუმი შეინარჩუნეს. თურქების უკანდახევის შემდეგ ბათუმში რუსები შევიდნენ. 19 მარტისათვის საქართველოს ყველა ძირითად ცენტრებში უკვე საჭოთა ხელისუფლება იყო დამყარებული. მანამდე კი 16 მარტს მოსკოვში რუსეთსა და თურქებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ართვინი, არტაანი და ზოგი სხვა ტერიტორია თურქეთის რესპუბლიკას გადაეცა.

ამრიგად, საბჭოთა რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია 1920 წ. 7 მაისის ხელშეკრულება და განახორციელა საქართველოს ფაქტობრივი ანექსია. ქვეყანაში კომუნისტური დიქტატურა დამყარდა.

საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრო იუსტიციის სახალხო კომისარიატად ჩამოყალიბდა და მას შემდეგაც მრავალი ცვლილება განიცადა. 

დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა: „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით (1997 წლის 8 ივლისი), იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში აღარ შედის საერთო სასამართლოების ორგანიზაციული ხელმძღვანელობა; ამავე დროს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ჩატარების შემდეგ (1998 წ.) იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაშია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობა; მოწინავე დემოკრატიული სახელმწიფოების იუსტიციის სამინისტროების ანალოგიურად, სამინისტრომ შეიძინა ისეთი უმნიშვნელოვანესი კომპეტენცია, როგორიცაა: სასჯელაღსრულების სისტემის მართვა და მისი ორგანიზაციული ხელმძღვანელობა (2000 წლის 1 იანვრიდან). 2009 წლის 1 თებერვლიდან კი სასჯელაღსრულების სისტემა დამოუკიდებელ – სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდ ჩამოყალიბდა. 2004 წლიდან იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში გადავიდა საჯარო და სამოქალაქო რეესტრის ფუნქცია, სახელმწიფოს არქივების მართვა (2004 წელი). ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა (2006 წელი) და სხვა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები.

 

ამჟამად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო თავის საქმიანობის განხორციელებისას, ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის 2008  წლის 7 ნოემბრის ¹541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით, რომლის მიხედვით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

Posted on March 10, 2012, in თემები. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. მართლაც კარგი თემაა მალადეც ძმა… მოკლედ ამ თემების წერაში ხარ რა !!!

  2. au sakaifo temaa… sagol dzmao… (y)(y)(y)

%d bloggers like this: