Daily Archives: მარტი 10, 2012

ქართული სამართალი


   ქართული სამართალის  უძველესი ძეგლია უცნობი პირის მიერ VI ს.  შექმნილი “დიდი სჯულის კანონი“,  რომელიც განსაკუთრებით გამოიყენებოდა  VII საუკუნიდან კონსტატინეპოლის სამწყსოს ეკლესიებში.

     მსოფლიო ეკლესიის კანონმდებლობათაგან გამოცემულია „წესი და განგება და სჯულის კანონი მეექუსისა კრებისა“ და „კანონი შეცოდებულთანი“, რომლებიც ეფთვიმე თაწმინდელის მიერ იყო თარგმნილნი. ძვირფას ცნობებს  შეიცავს ქართული საერო სამართლის ისტორიისათვის „რუის-ურბნისის 1103 წ. კრების „ ძეგლისწერა“, რომელსაც ბოლოს დართული აქვსდავით აღმაშნებლის მიმართ წერილს „მეფესა დავისთ მონზონი არსენი“, რაც ამ ძეგლის  მის მიერ შედგენის მაჩვენებელია.

     მეტად საინტერესოა კერძოდ ,  საოჯახო სამართლის საკითხები, ქორწინების წესები. ქრისტიანობამ ბევრი წარმართული წესები უარყო და საეკლესიო ლოცვა-კურთხევა, გვირგვინთა კურთხევაც აუცილებელ პირობად გახადა, თუმცა ქალის მოტაცებით ცოლად შერთვა უკანონოდ ითვლებოდა და ქართული სამართალი ამას ებრძოდა. ხოლო განშორებისას ქმარს ცოლისათვის ყველა მირთმეული სამკაული უკან უნდა დაებრუნებია. ასე მოიქცა ვარსქენი, როდესაც რელიგიური უთანხმოების გამო მას სამკაულები უკან დააბრუნებინა. სამაგიეროდ აღბუღას სამართალი შვილების კუთვნილებაში დედას ანიჭებს (მუხლი 31), დარომ „პირველად  დიაცი ქმრისა გაგდებასა არ ღირს“(მუხლი 32). ასევე „სამართალი კათალიკოზთა და კრებათა მიერ“  აცხადებს: „რომელმან უბრალოდ ცოლი გააგდოს შეჩუენებულიმცა არის წმინდათა მოციქულთაგან და სიკუდილთა განიპატიჟოს“. ამ მუხლის ადგილმდებარეობაც მისი დანართობითაც  მომასწავებელია და ის მოულოდნელი  სიმკაცრეც, რომელიც ამ დანაშაულისათვის დაწესებულ სასჯელში მოჩანს:ცოლის გაგდებისათვის  სიკვდილის განჩენა იმ საკანონმდებლო კრებისაგან, რომელიც ძმისა და თვით მამის მკვლელობისათვის კი მხოლოდ ხელის მოკვეთა და მამულისაგან გაძევება დააწესა.

     განაგრძე კითხვა

Advertisements
%d bloggers like this: