კვების ჰიგიენა



ადამიანის დღეგრძელობისათვის უდუდესი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. „სწორი კვება“ გულისხმობს როგორც კვების რეჟიმის დაცვას, ასევე კვების პროდუქტების რაციონალურ გამოყენებას.
საჭმელი უბრალო და ბუნებრივი საკვებისაგან უნდა იყოს მომზადებული. დასაშვებია შერეული კვება. უხორცო დიეტა აუცილებელი არ არის. ხორცის მიღების ფორმები დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. მაგალითად, ტროპიკულ ქვეყანაში ხორცი არასასურველია და ხშირად-მავნეც. ბევრ ტროპიკულ ქვეყანაში ღორის ხორცის ჭამას რელიგია კრძალავს. რაც უფრო ცივია კლიმატური ზონა მით უფრო გამართლებულია ხორცის ჭამა. ჩრდილოეთის ხალხი იძულებულია ჭამოს ხორცი, საქონლის ქონი, რათა პოლარული სიცივის პირობებში შეინარჩუნოს ორგანიზმის ტემპერატურა. წარმოიდგინეთ რა მოუვიდოდა ესკიმოსს, მისთვის მსუქანი ხორცის ჭამა რომ აეკრძალათ. რა თქმა უნდა, დაიღუპებოდა.
ჯანმრთელობისათვის ყველაზე საჭირო პროდუქტია ლიმონი. სპეციალისტები რევატიზმით დაავადებულებს ურჩევენ დღე-ღამეში 2-3 ლიმონის წვენის მიღებას. ზედმეტმა სიჟავემ ორგანიზმს ზიანი რომ არ მიაყენოს, საჭიროა ლიმონის წვენის თაფლში არევა. სასარგებლოა აგრეთვე თაფლში არეული ლიმონის გახეხილი კანიც.
საჭმლის მიღება დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ სამუშაოს ასრულებს ადამიანი-ფიზიკურს თუ გონებრივს, სად მუშაობს შენობაში თუ სუფთა ჰაერზე.
ჭამა საჭიროა ნელა, მთელი ყურადღებით. თუ სამუშაოდან დაღლილი დაბრუნდით, ჭამის წინ სულ ცოტა 10 წუთი უნდა დაისვენით, რადგან ყველა ორგანოსთან ერთად კუჭიც დარლილია და მას არ შეუძლია საჭმლის მონელება, როგორც საჭიროა. ჭამა არ შეიძლება არც მაშინ, როდესაც განერვიულებული ხართ, რადგან საჭმელი ენერგიის წყაროა და ამ შემთხევაში ეს ენერგია უარყოფით ემოციებს ემსახურება. ეცადეთ ჭამის დროს მშვიდად იყოთ, რაც განამტკიცებს ხასიათს, ფსიკიკურ ძალებს.
მაცივარი აუცილებელია პროდუქტების შესანახად, მაგრამ მისი არასწორი გამოყენება საზიანოა. მაცივრიდან გამოღებული ზედმეტად ცივი წყალი აზიანებს კბილებს, იწვევს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას და გემოს შეგრძნების დაქვეითებას, ენაც სრულყოფილად ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. ზედმეტად ცივი წყალი ცუდად მოქმედებს კუჭზე, ღვიძლზე, ნაღვლის ბუშტზე. განსაკუთრებით საზიანოა გაყინული ხილი. სითხე უფრო მალე თბება კუჭსი, ვიდრე ცივი ხილის ნაწილაკები. თუ ხილი კარგად არ არის დაღჭილი, დიდი ხნის განმავლობაში რჩება კუჭში და აცივებს არა მარტო მის ლორწოვან გარსს, არამედ ყველა ახლომდებარე ორგანოს. არანაკლებ მავნეა ცხელი საჭმელი. გამოცდილებამ ცხადყო, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებს ცხელი საჭმელი ისევე აზიანებს, როგორც ცივი, ამიტომ უნდა ჭამო არც ზედმეტად ცივი და არც ზედმეტად ცხელი.

გამოკვლევებით დადგენილია, რომ ფუტკრის თაფლი ისეთი კონცეტრირებული მაღალკალორიული პროდუქტია რომელიც შემადგენლობით სისხლის პლაზმას უახლოვდება. თაფლიში შედის ორგანიზმისათვის საჭირო 70_ზე მეტი ნივთიერება, ამიტომ იგი არა მარტო საუკეთესო საკვებია, არამედ მნიშვნელოვანი ფარმკოლოგიური საშუალებაც. ბერძნები ფუტკრის თაფლს მედიცინაში უძველესი დროიდან იყენებდნენ. პითაგორა წერდა თაფლს აქვს მაღალი და მრავალნაირი სამკურნალო თვისებები. მედიცინის ფუძემდებელი ჰიპოკრატე თავის შრომებში მიუთითებს თაფლის კვებით და სამკურნალო თვისებებზე. იგი თაფლს იყენებდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ვიტამინების შემსწავლელი კ+09;ების სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ თაფლი შეიცავს:B1, B2, B3, B5, B6, BC, E, C, K. ვიტამინებს და კაროტინს. მას შემდეგ რაც შეისწავლეს თაფლის ქიმიური შემადგენლობა, ბიოლოგიური, კვებითი და დიეტური თვისებები, მისი გამოყენების არე მეცნიერულად დასაბუთდა.
მოგეხსენებათ ფუტკრის თაფლი სქელი, გამჭირვალე, ბლანტი მასაა, რომელიც დროთა განმავლობაში იწყებს დაკრისტალებას და გამგრებას. თუ თაფლს კოვზით ავიღებთ, მოუმწიფებელი თაფლი კოვზიდან ადვილად გადმოიღვრება, მომწიფებული კი ფენოვან ნაოჭებათ დაეხვევა. თაფლმა შეიზლება შეირიოს შაქარი, ფქვილი, ცარცი,და სხვა ფხვიერი ნივთიერებები, რომელთა გამოვლენა ადვილად ხერხდება შემდეგი წესით: სინჯარაში ან პატარა კოლბაში ათავსებენ თაფლის სინჯს და უმატებენ დისტილირებულ წყალს. თაფლი დისტილირებულ წყალში გაიხსნება, ხოლო მინარევი ან ძირში დაილექება ან ზედაპირზე ამოტივტივდება.
ცხოველურ ცხიმებთან შედარებით უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ზეთებს. ეცადეთ საერთოდ, ციმების ნაკლები რაოდენობის მიღებას. გამოიყენედ არარაფინირებული მსეზუმზირის ზეთი. აგრეთვე არახისის, სიმინდის, ზეითუნის ზეთები. ზეითუნის ზეთი მკვეთრად გამოხატულ დადებით მოქმედებას ახდენს ღვიძლზე. ის შეიძლება გამოყემებულ იქნეს სალათებში, ყაბზობის დროს მიმართეთ შემდეგ საშუალებებს: ჩაასხით ჭიქაში მცირე რაოდენობით ფორთოხლის წვენი, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და იგივე რაოდენობით ფორთოხლის წვენი, ეს უკანასკნელი სუნსა და გემოს უკარგავს ზეთს. ვინც კარგად იტანს ზეითუნის ზეთს, მას შეუძლია თითო კოვზი ზეთი მიიღოს ყოველდღიურად. უზმოზე ეს პროცედურა არა მარტო ყაბზობას, არამედ ნაღვლის ბუშტის და კუჭის დაავადებების დროს კეთილსასურველ შედეგს იძლევა.
უარი თქვით შემწვარი კერძების ხშირ მიღებაზე. შემწვარი კერძი გამოყოფს აკრეალინს, აღიზიანებ ღვიძლს და ამასთანვე გვიან გამოიყიფა ორგანიზმიდან.
ნაკლებად შეექციეთ კართოფილს.
ეცადეთ ჭამის დროს უარი თქვათ წყლის სმაზე. ჩვენს მიერ მოხმარებული პროდუქტები საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავენ წყალს.

Posted on February 25, 2012, in ჯანსაღი ცხოვრების წესი. Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. რა ჯობია კაი მწვადებს აააა და კიდევ ხინკალსსს,,, სხვებმა ჭამონ ბრინჯი :d😀😀😀😀

  2. kargia magram rtuli🙂😉

  3. vin tqvaa game chama ar sheidzlebao ? aba ratom inteba macivarshi shuqi ?😀

  4. ase ra gamazlebimebs chemtvis warmoudgenelia essss

  5. auuuuu ase rogor unda vikvebo kacooo… mwvadwbs da qababs rom davinaxam brinjs dauwyo chama?

  6. Sworad kveba aucilebelia.. sainteresoa dzalian.

  7. saintereso iyo magari postia

  8. euffffffffffffff sintereso iyo magram me ar shemizlia mase

%d bloggers like this: