ბავშვთა უფლებების დაცვა თანამედროვე საქართველოს კანონმდებლობაში


     1955 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ მოიწონა „ბავშვთა უფლებების დეკლარაცია“,  ხოლო 1989 წლის 20 ნოემბერს – ერთხმად მიიღო „კონვეცია ბავშვთა უფლებების შესახებ“. მის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების მზრუნველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სუბიექტია ბავშვის უფლებების დაცვა , რომეილც „ბავშვთა უფლებების კონვეციაშია“ ჩამოყალიბებული: 18 წლამდე ასაკის ყველა ადამიანი ითვლება ბავშვად (მუხლი 1); ყველა ბავშვს თანაბარი უფლებები აქვს. არც  ერთი ბავშვი რასის, კანის ფერის,  სქესის, ენის, რწმენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულობების, ეთნიკური ან სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად არ უნდა განიცდიდეს არავითარ დისკრიმინაციას (მუხლი 2); ყველამ, ვისაც აკისრია ბავშვების დაცვა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ნებისმიერი ქმედებისას უნდა გაითვალისწინოს ბავშვის უპირატესი ინტერესები; სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვების დაცვასა და მეურვეობაზე პასუხისმგებელი  ინსტიტუტების შესაბამისობა სტანდარტებთან , განსაკუთრებით ჯამრთელობის და უსაფრთხოების სფეროში (მუხლი 3);  მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება კონვეციაში არსებული უფლებების დასაცავად (მუხლი 4). სახელმწიფო მოვალეა პატივი სცეს და  დაიცვას ბავშვის უფლება, შეინარჩუნოს მისი ინდივიდუალურობა (მუხლი 8) და რაც მთავარია: ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება (მუხლი 6) და ყველა ბავშვი სოციალურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს (მუხლი 26);

      საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე შემუშავებული ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ“ აცხადებს, რომ ბავშვი, რომლის ორივე მშობელი, მისი დაბადების მომენტისათვის, საქართველოს მოქალაქეა, ითვლება საქართველოს მოქალაქედ მიუხედავად დაბადების ადგილისა.

      „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ აცხადებს, რომ შობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღორსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესობის გათვალისწინებით; არასრულწლოვანი შვილების უფლებებისა და ინტერესების დაცვა ეკისრებათ მათ მშობლებს; მშობლები თავიანთი არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებთა გარეშე გამოდიან მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოშიც; მშობლების უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ (მუხლი 1198). ამასთან ერტად, კანონი ითვალისწინებს: მშობლის უფლების ჩამორთმევას, თუ გამოირკვა, ისინი სისტემატიურად არიდებენ თავს შვილების აღზრდის მოვალეობის შესრულებას, ან ბოროტად იყენებენ მშობლის უფლებას-სასტიკად ეპყრობიან შვილებს, მავნე ზეგავლენას ახდენე მათზე თავიანთი მორალური ყოფაქცევით,  აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ქრონიკული ალკოჰოლები ან ნარკომანები არია, თუ ორივე მშობელს ჩამოერთმევა მშობლის უფლება, ბავშვი გადაეცემა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს; მშობლის უფლების ჩამორთმევა არ ათავისუფლებს მშობლებს შვილების რჩენის მოვალეობისაგან (მუხლი 1205).

    საქართველო კანონმდებლობა განსაზღვრავს ასევე შვილების მოვალეობას მშობლების წინაშე: შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ;  არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომელთაც დახმარება სჭირდებათ; შვილები შეიძლება განთავისუფლდნენ მშობლების რჩენის მოვალეობისაგან, თუ სასამართლო დაადგენს,  რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შასრულებას; მშობელი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, კარგავს შვილებისაგან ალიმენტის მოთხოვნის უფლებას (მუხლი 1218)

    კანონმდებლობა განსაზღვრავს ასევე პაპისა და ბებიის, შვილიშვილების სამართლებრივ ურთიერთობას.

     პაპა და ბებია ,  რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ,  მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილნი, რომელიც დახმარებას საჭიროებს , თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობელისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მათ არ სეუძლიათ სარჩო მიიღონ ნავისი  მშობლების , მეუღლის   ან  შვილებისაგან (მუხლი 1225).

       შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო პაპა და ბებია,  რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ თავისი შვილებისაგან ან ერთმანეთისაგან (მუხლი 1224).

       ასეთივე საკანონმდებლო ურთიერთვალდებულებებია მამინაცვალის და დედინაცვალის გერთან, აღმზრდელსა და აღსაზრდელად აყვანილ ბავშვს შორის (მუხლი 1226, 1227, 1228). ამ ურთიერთობათა დარღვევის , მოვალეობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს სასამართლო.

      ბავშვის უფლებების დაცვას ემსახურება „კანონი ემიგრაციის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ 1993 წლის 20 ივლისს არის მიღებული; „კანონი ჯამრთელობის დაცვის შესახებ“-მიღებულია 1997 წ. 10 დეკემბერს; „სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსი; „სისხლის სამართლის კოდექსი“  და სხვა საკანონმდებლო დოკუმენტები.   

Posted on February 25, 2012, in თემები. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. magari sainteresoa🙂

  2. kargia rom chven qveyanashi bavshvta uflebebi daculia es chveni qveynis prioritetia ! maladec saintereso tema iyo mase gaagrzele…

  3. magari temaaaa…..d zaan sainteresoa… (Y)

  4. magari temaaa…. (Y)

%d bloggers like this: