XXI საუკუნის ავადმყოფობა „თამაშომანია“


სამედიცინო მეცნიერებაში გამოჩნდა ახალი დიაგნოზი: ,,კომპიუტერული დამოკიდებულება“ ანუ „თამაშომანია“. ეს ტერმინი ოფიციალურად დაფიქსირდა მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში. უკანასკნელ წლებში კომპიუტერულმა თამაშებმა დაიპყრო მთელი მსოფლიო. ბევრი ბავშვი 12–17 წლამდე გახდა მწვავედ დამოკიდებული ამ თამაშებთან.

მისწრაფება კომპიუტერული თამაშებისადმი ნეგატიურად ისახება მოზარდების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.

კომპიუტერული დამოკიდებულება ისევე საშიშია როგორც ალკოჰოლი ან ნარკოტიკებსთან დამოკიდებულება. ზოგიერთი მოთამაშე ისე იქცევა როგორც ალკოჰოლიკები: ისინი კომპიუტერის დანახვაზე იწყებენ კანკალს, ხდებიან ოფლიანები. მათ ეჩვენებათ, რომ კომპიუტერული თამაში მათ აწყნარებთ და უხსნით სტრესს.

მოზარდებს უჩნდებათ სასიამოვნო შეგრძნება და შეუძლიათ ითამაშონ დღე–ღამის განმავლობაში.

ასეთი ბავშვები წყვიტავენ კავშირს საზოგადოებასთან, სხვა ადამიანებთან, იმიტომ რომ შეეჩვიენ ყველაფრის კეთებას კომპიუტერის საშვალებით. ემართებათ სამყაროს ინტერესის შეზღუდვა. არსად არ დადიან. ძველი გატაცება აღარ აინტერესეთ. თამაშომანია ადამიანს აქცევს მარტოსულად.

ბავშვები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი უბრალოდ ერთობიან, მაგრამ ეს ასე არ არის.

   კომპიუტერული ავადმყოფობა შეიძლება დაიწყოს მარტივი ვიდეო თამაშით შემდეგ კი ღებულობს გაცილებით რთულ ფორმას . დამოკიდებულობა შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა კომპიუტერულმა თამაშმა, მაგრამ ყველაზე საშიში არის ეგ.წ. „შუთერები“ როგორებიცაა: “Counter-Strike”, “Call of Duty”, “Left 4 Dead” – ეს არის თამაში პირველი პირის მიერ, სადაც სიუჟეტის მიხედვით გმირი კლავს ყველას ვინც გზაზე გადაეღობება და ამით აღწევს გამარჯვებას. ეს თამაში იწვევს აგრესიას და ფსიქიკურ გადახრას. ამერიკის სკოლებში ბევრი შემთხვევა მკვლელობის გამოწვეულია სწორედ ასეთი თამაშებისაგან. მოზარდები, რომლებიც კლავენ თანატოლებს, შემდეგ აცხადებენ , რომ გააკეთეს კომპიუტერული თამაშების შთაბეჭდილების ქვეშ. ამ პრობლებასთან გამკლავება ექიმის გარეშე შეუძლებელია.

თქვენ რას იტყოდით?

Posted on February 10, 2012, in თემები. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. es martla simartlea,, yvelam unda waikitxot

  2. getanxmebiii zma magari xar

  3. xo tamashomania ert-erti 21 saukunis davadebaaa ! maladec zma rom aset saintereso temebs wer iqneb exla mainc gaigon chvenma axalgazrdobam rom tamashebit verafers ver moigeben ,, piriqit droie tyuilad cdenaaa!

  4. martlac rom ,,tamashomania” 21 saukunis davadebaaa vetanxmebi shens azrs ,,, titqmis yoveli meore tamashebit aris gatacebuli rac mattvis zakian sazianoa!

%d bloggers like this: