Monthly Archives: თებერვალი 2012

,,იოგა” ჯანსაღი ცხოვრების წესი


      რა არის იოგა?
„იოგა“ სანსკრიტული სიტყვაა და ფართო მნიშვნელობით ნშნავს კავშირს, ერთობას, გონების კონცეტრირებას, ძალას, მაშასადამე ყველაფერს ერთად თავმოყრილს, რაც ადამიანის სრულყოფისათვის აუცილებელია.
იოგების მოძღვრება მეცნიერებაა, ხოლო იმათ, ვინც ამ მოძღვრებას მისდევს, ეწოდებათ „იოგები“. იოგას არავითარი კავშირი არ აქვს რომელიმე რელიგიასთან ან ეროვნებასთან, ამიტომ მისაღები და სასარგებლოა ყველასათვის. იოგა ფიზიკური და სულიერი კულტურის სისტემაა. ის ადამიანები, რომლებიც იოგას ფილოსოფიით არიან გატაცებულნი და ამ სისტემით ხელმძღვანელობენ, სხვებისაგან განსხვავდებიან, გამოირჩევიან ჯამრთელობით და დღეგრძელობით. მაგალითად, ერთ–ერთი იოგისტი კრიშნა კუვალაინანა შესანიშნავად გამოიყურებოდა მის ასაკთან შედარებით, სპორტული მიხვრა–მოხვრით 60–65 წლის მამაკაცს ჰგავდა. არადა უკვე 126 წლის იყო.
 იოგის მოძღვრების დედააზრი მოკლედ შეიძლება შემდეგნაირად გამოვხატოთ: იოგა სიცოცხლის ხელოვნებაა. მაგრამ ამჯერად მხედველობაში გვაქვს არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ გონიერი, ჯანსაღი და დღეგრძელი სიცოცხლე      
  სუნთქვა
ვიდრე ვარჯიშს დავიწყებდით, სწორი სუნთქვა უნდა ვისწავლოთ. ცხვირით სუნთქვა სწორი სუნთქვის პირველი და მნიშვნელოვანი ფაქტორია, ცხვირით სუნთქვას ის უპირატესობა აქვს პირით სუნთქვასთან შედარებით, რომ ამ გზით ფილტვებში მოხვედრილი ჰაერი ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვთა მდიდარი ქსელისა და ბუსუსების საშუალებით თბება და იწმინება. ცხვირით სუნთქვა აქტიურად მონაწილეობს თავის ტვინის სისხლის მოძრაობის რეგულაციაში. გაგრძელება

Advertisements

შევაჩეროთ ძალადობა ზესტაფონის 6 საჯარო სკოლა


კვების ჰიგიენა



ადამიანის დღეგრძელობისათვის უდუდესი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. „სწორი კვება“ გულისხმობს როგორც კვების რეჟიმის დაცვას, ასევე კვების პროდუქტების რაციონალურ გამოყენებას.
საჭმელი უბრალო და ბუნებრივი საკვებისაგან უნდა იყოს მომზადებული. დასაშვებია შერეული კვება. უხორცო დიეტა აუცილებელი არ არის. ხორცის მიღების ფორმები დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. მაგალითად, ტროპიკულ ქვეყანაში ხორცი არასასურველია და ხშირად-მავნეც. ბევრ ტროპიკულ ქვეყანაში ღორის ხორცის ჭამას რელიგია კრძალავს. რაც უფრო ცივია კლიმატური ზონა მით უფრო გამართლებულია ხორცის ჭამა. ჩრდილოეთის ხალხი იძულებულია ჭამოს ხორცი, საქონლის ქონი, რათა პოლარული სიცივის პირობებში შეინარჩუნოს ორგანიზმის ტემპერატურა. წარმოიდგინეთ რა მოუვიდოდა ესკიმოსს, მისთვის მსუქანი ხორცის ჭამა რომ აეკრძალათ. რა თქმა უნდა, დაიღუპებოდა.
ჯანმრთელობისათვის ყველაზე საჭირო პროდუქტია ლიმონი. სპეციალისტები რევატიზმით დაავადებულებს ურჩევენ დღე-ღამეში 2-3 ლიმონის წვენის მიღებას. ზედმეტმა სიჟავემ ორგანიზმს ზიანი რომ არ მიაყენოს, საჭიროა ლიმონის წვენის თაფლში არევა. სასარგებლოა აგრეთვე თაფლში არეული ლიმონის გახეხილი კანიც.
საჭმლის მიღება დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ სამუშაოს ასრულებს ადამიანი-ფიზიკურს თუ გონებრივს, სად მუშაობს შენობაში თუ სუფთა ჰაერზე. განაგრძე კითხვა

ბავშვთა უფლებების დაცვა თანამედროვე საქართველოს კანონმდებლობაში


     1955 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ მოიწონა „ბავშვთა უფლებების დეკლარაცია“,  ხოლო 1989 წლის 20 ნოემბერს – ერთხმად მიიღო „კონვეცია ბავშვთა უფლებების შესახებ“. მის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების მზრუნველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სუბიექტია ბავშვის უფლებების დაცვა , რომეილც „ბავშვთა უფლებების კონვეციაშია“ ჩამოყალიბებული: 18 წლამდე ასაკის ყველა ადამიანი ითვლება ბავშვად (მუხლი 1); ყველა ბავშვს თანაბარი უფლებები აქვს. არც  ერთი ბავშვი რასის, კანის ფერის,  სქესის, ენის, რწმენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულობების, ეთნიკური ან სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად არ უნდა განიცდიდეს არავითარ დისკრიმინაციას (მუხლი 2); ყველამ, ვისაც აკისრია ბავშვების დაცვა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ნებისმიერი ქმედებისას უნდა გაითვალისწინოს ბავშვის უპირატესი ინტერესები; სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვების დაცვასა და მეურვეობაზე პასუხისმგებელი  ინსტიტუტების შესაბამისობა სტანდარტებთან , განსაკუთრებით ჯამრთელობის და უსაფრთხოების სფეროში (მუხლი 3);  მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება კონვეციაში არსებული უფლებების დასაცავად (მუხლი 4). სახელმწიფო მოვალეა პატივი სცეს და  დაიცვას ბავშვის უფლება, შეინარჩუნოს მისი ინდივიდუალურობა (მუხლი 8) და რაც მთავარია: ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება (მუხლი 6) და ყველა ბავშვი სოციალურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს (მუხლი 26); განაგრძე კითხვა

თამაში „გო“


თამაში  „გო“

„გო“ ძველი დროიდანვე პოპულარობით სარგებლობდა იაპონიაში. ვარაუდობენ, რომ ეს თამაში 1300 წლის წინათ შეომოიტანეს ჩინეთიდან. პირველ ხანებში დაცული იყო ჩინური მანერა,  მაგრამ თანდათანობით თამაშმა მოდიფიკაცია განიცადა და შეითვისა სპეციპიკური იაპონური ფორმები. გაგრძელება

ფული



XXI საუკუნის ავადმყოფობა „თამაშომანია“


სამედიცინო მეცნიერებაში გამოჩნდა ახალი დიაგნოზი: ,,კომპიუტერული დამოკიდებულება“ ანუ „თამაშომანია“. ეს ტერმინი ოფიციალურად დაფიქსირდა მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში. უკანასკნელ წლებში კომპიუტერულმა თამაშებმა დაიპყრო მთელი მსოფლიო. ბევრი ბავშვი 12–17 წლამდე გახდა მწვავედ დამოკიდებული ამ თამაშებთან.

მისწრაფება კომპიუტერული თამაშებისადმი ნეგატიურად ისახება მოზარდების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.

კომპიუტერული დამოკიდებულება ისევე საშიშია როგორც ალკოჰოლი ან ნარკოტიკებსთან დამოკიდებულება. ზოგიერთი მოთამაშე ისე იქცევა როგორც ალკოჰოლიკები: ისინი კომპიუტერის დანახვაზე იწყებენ კანკალს, ხდებიან ოფლიანები. მათ ეჩვენებათ, რომ კომპიუტერული თამაში მათ აწყნარებთ და უხსნით სტრესს.

მოზარდებს უჩნდებათ სასიამოვნო შეგრძნება და შეუძლიათ ითამაშონ დღე–ღამის განმავლობაში.

ასეთი ბავშვები წყვიტავენ კავშირს საზოგადოებასთან, სხვა ადამიანებთან, იმიტომ რომ შეეჩვიენ ყველაფრის კეთებას კომპიუტერის საშვალებით. ემართებათ სამყაროს ინტერესის შეზღუდვა. არსად არ დადიან. ძველი გატაცება აღარ აინტერესეთ. თამაშომანია ადამიანს აქცევს მარტოსულად.

ბავშვები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი უბრალოდ ერთობიან, მაგრამ ეს ასე არ არის.

   კომპიუტერული ავადმყოფობა შეიძლება დაიწყოს მარტივი ვიდეო თამაშით შემდეგ კი ღებულობს გაცილებით რთულ ფორმას . დამოკიდებულობა შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა კომპიუტერულმა თამაშმა, მაგრამ ყველაზე საშიში არის ეგ.წ. „შუთერები“ როგორებიცაა: “Counter-Strike”, “Call of Duty”, “Left 4 Dead” – ეს არის თამაში პირველი პირის მიერ, სადაც სიუჟეტის მიხედვით გმირი კლავს ყველას ვინც გზაზე გადაეღობება და ამით აღწევს გამარჯვებას. ეს თამაში იწვევს აგრესიას და ფსიქიკურ გადახრას. ამერიკის სკოლებში ბევრი შემთხვევა მკვლელობის გამოწვეულია სწორედ ასეთი თამაშებისაგან. მოზარდები, რომლებიც კლავენ თანატოლებს, შემდეგ აცხადებენ , რომ გააკეთეს კომპიუტერული თამაშების შთაბეჭდილების ქვეშ. ამ პრობლებასთან გამკლავება ექიმის გარეშე შეუძლებელია.

თქვენ რას იტყოდით?

%d bloggers like this: