თამაში „გო“


თამაში  „გო“

„გო“ ძველი დროიდანვე პოპულარობით სარგებლობდა იაპონიაში. ვარაუდობენ, რომ ეს თამაში 1300 წლის წინათ შეომოიტანეს ჩინეთიდან. პირველ ხანებში დაცული იყო ჩინური მანერა,  მაგრამ თანდათანობით თამაშმა მოდიფიკაცია განიცადა და შეითვისა სპეციპიკური იაპონური ფორმები.
გოს ორი კაცი თამაშობს დაფასთან, რომელიც 19 ხაზით სიგრძივ და განივად არის დაყოფილი, რაც 361 გადაკვეთას ქმნის.  ურო ნაკლები ხაზებით დაყოფილი დაფაც (13 X 13) გამოიყენება, რომელზეც, ბუნებრივია, ნაკლები გადაკვეთა ხდება.  შათამაშოდ იყენებენ 180 თეთრი და 181 შაი (ერთი ზედმეტი შავი ქვა პირველი სვლის უპირატესობის აკომპენსაციოდ ეძლევა შავების მოთამაშეს) შემდგარ კომპლექტს.  მოთამაშენი რიგრიგობით აწყობენ ქვებს ხაძების გადაკვეთაზე. თითოეული ვალდებულია თავისი ქვებით დაფის იმხელა ნაწილი დაიკავოს, სადაც გადაკვეთათა ჯამი სჭარბობს მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიას.

ყველაზე ადვილია შემოსაზღვრო ფართობი დაფის ნაპირას ან კუთხესთან, რაკი მისი ნაწილი უკვე შემოსაზღვრულია კიდით. სწორედ აქედან იწყება თამაში. მოწინააღმდეგე, თავის მხრივ, ვებით ღობავს საკუთარ ნაჭილს. ამასთან, ყურადღებით აკვირდება თავის პარტნიორს და ცდილობს თავისი ქვა დროულად დადოს საზღვარზე, რითაც ხელს შეუშლის მის მიერ მიზანში ამოღებული ტერიტორიის „დაპყრობას“. პარტნიორები გვერს უვლიან სხვის ქვებს და ცდილობენ მონიშნული უბნები თავის ვებით ჩაკეტონ.

„გოს“ თამაში კომბინაციათა განუსაზღვრელ რაოდენობას გულისხმობს, ისე რომ საეჭვოა რომელიმე კომპიუტერი გაუმკლავდეს მას. ტამაში ავითარებს ადამიანის ბევრ თვისებას (გამოთვლას და კომბინირებას, სტრატეგიას და ტაქტიკას, პარტნიორის ფსიგოლოგიაში გარკვევას), ამიტომაც მას დიდი გატაცებით თამაშობენ. თამაში მთავრდება, როცა ტერიტორიების  შემდგომი შემოსაზღვრის  რაიმე შანსი აღარ რჩება. პარტია დაახლოებით ერთ საათს გრძელდება.  მოგებულად ის ითვლება, ვისაც მეტი ფართობი აქვს შემოსაზღვრული. ითვლიან საზღვრებში მოქცეული კვადრატების რაოდენობას.

გოს თამაშში მოწმნდება მოთამაშეთა არა მარტო გონებრივი მონაცემები და კვალიფიკაცია, არამედ ხასიათიც, რასაც იაპონელები დიდ ყურადღებას აქცევენ. მოთამაშე ყოველვის თავშეკავებული უნდა იყოს ,  არ ეფანტებოდეს ყურადღება, იყოს თავაზიანი და ცდილობდეს, რომ თამაში სასიამოვნო იყოს ორივე მხრისათვის, ამასთან, ქვები მარტო მომგებიანად კი არ განალაგოს დაფაზე, არამედ ლამაზადაც. გოს ცნობილი იაპონელი ოსტატები ყოველთვის აღნიშნავდნენ: თუ მოწინააღმდეგენი მხოლოდ გამარჯვებისაკენ ისწრაფიან, ისინი ვერ მიიღებენ ესთეტიკურ სიამოვნებას თამაშისაგან . ერთმა იაპონელმა ისტატმა თავის დროზე ჩამოაყალიბა გის თამაშის მთავარი მცნება: „გოს მოთამაშემ გამარჯვების ეგოისტურ სურვილზე უარი უნდა განაცხადოს“

About these ads

Posted on February 12, 2012, in თემები. Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. მაგარია

  2. კაი თამაშია

  3. magari postia

  4. მართლაც რომ საინტერესო და სააზროვნო თამაშია მალადეც ძმა მაგარი ხარ ….

  5. მართლაც საინტერესო თამშია… მაგარი დამაინტერესა მაგარი პოსტია მალადეც ძმა…

%d bloggers like this: